1783108592
ოკუპირებულ აფხაზეთში 12 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო
ოკუპირებულ აფხაზეთში უბედური შემთხვევა მოხდა.
სოხუმში, „მაიაკის“ რაიონში, 12 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო.
წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა მოზარდი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია, დაწყებულია მოკვლევა.












