ცხოველების თავებით მორთული კოსტიუმები - Schiaparelli-ის ხმაურიანი ჩვენება

პოდიუმი

კაილი ჯენერმა პარიზის მოდის კვირეულზე უჩვეულო კაბა მოირგო. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, როდესაც ჯენერი Schiaparelli-ს ჩვენებაზე მივიდა, მას შავ კაბაზე ლომის უზარმაზარი თავი ჰქონდა მიმაგრებული.

ზოგმა უჩვეულო აქსესუარს კაილის მეორე ვაჟს დაუკავშირა - ცოტა ხნის წინ რეალითი შოუს ვარსკვლავმა გაამხილა, რომ მის 11 თვის ვაჟს აირე დაარქვა, რაც „ღმერთის ლომს“ ნიშნავს.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა კაბა სწორედ Schiaparelli-ს ახალი კოლექციიდან იყო. პოდიუმზე ცხოველების თავებით მორთული კოსტიუმები ნაომი კემპბელმა, შალომ ჰარლოუმ და ირინა შეიკმა წარადგინეს.

როგორც Schiaparelli-ს კრეატიულმა დირექტორმა დენიელ როსბერიმ განმარტა, კოლექციის შთაგონების წყარო დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ და ჯოჯოხეთის 9 წრე გახდა.

პოდიუმზე წარმოდგენილი 3 ცხოველი - ლომი, ლეოპარდი და მგელი სწორედ მე-14 საუკუნის ლეგენდარულ პოემაში ჩნდებიან.

მისივე განმარტებით, ცხოველების თავები ხელნაკეთია და 100%-ით ხელოვნური მასალისგანაა დამზადებული.