1727944755
„მკურნალობიდან ზუსტად 2 კვირაში დავინახე, რომ აღარ მრავლდებოდა“ - ანუკი არეშიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს
დიზაინერმა, ანუკი არეშიძემ ცოტა ხნის წინ, გამომწერებს საკუთარი პრობლემა გაუზიარა და დაწერა, რომ სახის კანის აკნე აწუხებდა. მკურნალობის შედეგად კი ეს პრობლემა მოაგვარა.
როგორც თავად წერს, ბევრ კითხვას იღებს ამ თემასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, თავისი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა.
„ბევრი წერილი მივიღე, თუ როგორ ვუმკურნალე აკნეს, რომელიც 3 წლის წინ არასწორად ჩატარებული წმენდის შედეგად უეცრად დამემართა. ამავდროულად, დაერთო ჰორმონალური ფონიც. 6 თვის განმავლობაში უამრავი ხერხი ვცადე, რომელიც მრავალმხრივ არის გაზიარებული სოციალურ ქსელში, თუმცა, შედეგი არ მქონდა, ყოველდღიურად კი გაუარესება მიდიოდა. (ვგულისხმობ, ელემენტების მკაფიოდ გამრავლებას).
უკვე ფარხმალ დაყრილი, სრულიად შემთხვევით, ბავშვთან ჩანიშნული ვიზიტით აღმოვჩნდი კლინიკა „მარჯანში“ ატენზე, სადაც დერმატოლოგის მხრიდან მოხდა უმალვე ჩემი მდგომარეობის ძალიან სწორი შეფასება.
დავიწყე კომპლექსური მკურნალობა და მკურნალობიდან ზუსტად 2 კვირაში დავინახე, რომ აკნე აღარ მრავლდებოდა და დაიწყო დარჩენილი ელემენტების ალაგება.
სწორი მკურნალობით აუცილებლად მოხდება კანის პირვანდელი სახის დაბრუნება. არ დანებდეთ, აკნე განაჩენი არ არის!
პ.ს. ასევე მოხდა ალაგებული ელემენტების ხარისხიანად მოშორება, სწორი დანიშნულებით დავიბრუნე პირვანდელი გაწკრიალებული კანი ვიყენებ არაკომედოგენურ სახის კრემებს და აფთიაქის პროდუქციებს.“- წერს ანუკი არეშიძე.