ავარია თბილისში - დაღუპულია 11 წლის ბიჭი
1736926098
ლეგენდარულ რეჟისორს, ტიმ ბარტონს დღეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.
ბარტონი ისეთი ფილმებითაა ცნობილი, როგორებიცაა Edward Scissorhands, The Nightmare Before Christmas, Beetlejuice, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Wednesday და ა.შ. მისი ეპიკური კარიერა დიდების ხეივანში დამსახურებული ვარსკვლავით აღინიშნა.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ტიმ ბარტონის შეყვარებული, მონიკა ბელუჩიც ესწრებოდა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ უაინონა რაიდერი და მაიკლ კიტონი, ბარტონის კოლეგები და მეგობრები. ვარსკვლავის გახსნას მსახიობი დენი დევიტოც დაესწრო.
„ბავშვობაში აქ ხშირად მოვდიოდი ბურბენკიდან ავტობუსით, დიდების გარეშე. იმდენად პატარა ვიყავი, რომ ეს ვარსკვლავები საფლავები მეგონა. მერე მივხვდი, რომ მათ ქვეშ ჯონ უეინი ან სხვა ადამიანები არ ყოფილან დამარხულები",- თქვა ტიმ ბარტონმა და მისთვის დიდების ხეივნის ვარსკვლავის სიმბოლურ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
ტიმ ბარტონის ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ცნობილი ლარი ედმუნდსის წიგნის მაღაზიის წინ გაიხსნა, რომელიც რეჟისორისთვის ბავშვობიდან საყვარელი ადგილი იყო.
ავარია თბილისში - დაღუპულია 11 წლის ბიჭი
1736926098