უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
პარტია „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს თავდასხმის დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას.
„ბათუმში გიორგი გახარიას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯგუფურად დაესხნენ თავს, რაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული. გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დაკავებული წევრების სასამართლო პროცესს, რა დროსაც მოხდა ძალადობის ეს შემზარავი აქტი. პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის შესახებ და მოუწოდებს, ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისგებაში მიცემას. ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა არის ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობა. ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს ხმებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.