ტეხასში რომანტიკული კომედიებისგან თავის დაღწევის მიზნით გადავედი - მეთიუ მაკკონაჰი

მეთიუ მაკკონაჰი

ოსკაროსანმა მსახიობმა გაგვიმხილა თუ რატომ წავიდა ჰოლივუდიდან მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობო კარიერის მწვერვალზე იყო. მეთიუ მაკკონაჰი ახლა 55 წლისაა და ათ წელზე მეტია ტეხასის შტატში ცხოვრობს ცოლთან, კამილა ალვესთან ერთად. მაკკონაჰმა პოდკასტში სტუმრობისას გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ სურდა რომანტიკული კომედიის გარდა, ბედი სხვა ჟანრის ფილმებში ეცადა, რასაც ჰოლივუდი თავდაპირველად არ დათანხმდა. გადაწყვეტილებამ უბიძგა მეთიუს, ოჯახთან ერთად ტეხასში გადასულიყო საცხოვრებლად. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მხოლოდ იმ როლების შესასრულებლად დაბრუნდებოდა კალიფორნიაში, რომელთა შესრულებაც მას ენდომებოდა.

„საბედნიეროდ, კამილა ჩვენს პირველ შვილზე იყო ორსულად. ეს ჩემთვის დამატებითი მიზეზი იყო. ზოგადად კი ვთვლი, რომ ადამიანმა უნდა იმუშაოს", - განაცხადა მსახიობმა პოდკასტში სტუმრობისას.

მსახიობმა გაიხსენა, რომ უარი თქვა 15 მილიონ დოლარიან შემოთავაზებაზე. რამდენიმე კვირაში კი - ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის ფილმის სცენარიც ძალიან მოეწონა. ცნობისთვის, მსახიობს "დალასის შემსყიდველთა კლუბში“ შესრულებულმა როლმა მას ოსკარი და მოკრძალებული ხელფასი, 200 000 დოლარი, მოუტანა.

„ვფიქრობ, ეს იყო ჩემს მიერ ჰოლივუდში გადადგმული ყველაზე ამბოხებული ნაბიჯი. ისინი მიხვდნენ, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი და არ "ვბლეფაობდი",- განაცხადა მსახიობმა