რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
მთავარმა ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა, L’Équipe-მა დაასახელა ხუთი ფავორიტი 2026 წლის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში და მათი ფოტოები 15 სექტემბრის ნომრის გარეკანზე გამოიტანა.
გამოცემის აზრით, გამარჯვების მთავარი კანდიდატები არიან: ინგლისელი ჰარი კეინი (ბაიერნი), არგენტინელი ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ესპანელი ლამინ იამალი (ბარსელონა), აგრეთვე ფრანგები – კილიან მბაპე (რეალი) და უსმან დემბელე (პსჟ).
„ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. გამარჯვებული ვლინდება ფიფა-ს რეიტინგის ტოპ 100 ქვეყნის 100 ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად.
„ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი გახლავთ უსმან დემბელე.