„გამოეთიშებით ფინალს...“ - საგანგებო გაფრთხილება „ჰაუსის“ მონაწილეებს
1771341342
ტეილორ სვიფტი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის იმ წევრთა შორის მოხვდა, რომელთა არჩევა 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. ცერემონია ივნისში გაიმართება.
Variety-ს ცნობით, 36 წლის სვიფტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი ისტორიაში, რომელიც დიდების დარბაზში შევიდა. წესების თანახმად, შემსრულებელი ორგანიზაციის წევრი პირველი კომერციული რელიზიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ შეიძლება გახდეს. არტისტის სადებიუტო ალბომი 2006 წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა.
ტეილორ სვიფტის გარდა, დიდების დარბაზში შევიდნენ: ალანის მორისეტი, კენი ლოგინსი, კრისტოფერ „ტრიკი“ სტიუარტი, პოლ სტენლი და ჯინ სიმონსი (ჯგუფიდან Kiss).
ორგანიზაციის მხრიდან ოფიციალური და სრული განცხადება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გავრცელდება.
ერთი წლის წინ ჟურნალმა Billboard ტეილორ სვიფტს საუკუნის საუკეთესო არტისტის წოდება მიანიჭა.