4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775243858
ნინო ქადაგიძე ჟვანია, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმესთან მისი შვილის კავშირს უარყოფს.
ნინო ქადაგიძე ჟვანია აცხადებს, რომ მისი შვილისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას გეგმავდნენ.
„მე ნამდვილად ვიცი, რომ ბუსამ არაფერი არ იცოდა. ურთიერთობა ჰქონდა კაკულიებთან, ბავშვობის მეგობრები არიან. არ დაგვიმალავს ჩვენ და ჩვენებებშიც მიცემული აქვს ეს ინფორმაცია. ერთი უბედურება არის, რაც კვარაცხელიებს დაემართათ, ახლა მეორე უბედურება ის არის, რომ უდანაშაულო ადამიანს ასეთ ბრალს წაუყენებ“, - აცხადებს ნინო ქადაგიძე ჟვანია.
ცნობისთვის, პროკურატურამ, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.
პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.