შემზარავი დანაშაულის ფაქტი, რომელზეც მარიამ ციმინტია ალაპარაკდა - „7 წელი დამჭირდა, რომ ბოლომდე გავხსნილიყავი“

მარიამ ციმინტია

პარაფსიქოლოგი მარიამ ციმინტია 8 წლის ასაკში მომხდარ მძიმე შემთხვევას იხსენებს. 

„მე თავად ვარ ძალადობის მსხვერპლი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. 8 წლის ვიყავი, პატარა, ყველას რომ ვენდობი.. დედაჩემმა მაღაზიაში მარილის საყიდლად გამგზავნა, თითოეული დეტალი მახსოვს.. გავედი და უკან რომ ვბრუნდებოდი, ვიღაც კაცმა გამაჩერა. დღემდე მახსოვს მისი საპნის სუნი, ხელებზე. გულისამრევი.. დანა მომადო კისერთან, სასქესო ორგანო და თავის პიკამდე მივიდა.. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრალი იყო.. არ ვიცი რატომ, ბავშვის ფსიქიკაა. ერთი 7 წელი დამჭირდა, რომ ბოლომდე გავხსნილიყავი.

ახლა ჩემი შვილი 18 წლისაა. მაშინ 8 წლის იყო, ჩემს ასაკში, შედიოდა სადარბაზოში და ადამიანი შეჰყვა. ჩემი შვილი არ დაიბნა, ფეხი ჩაარტყა იქ, სადაც საჭირო იყო, იკივლა, დააჭირა ლიფტს და ზემოთ ავიდა...“ - იხსენებს მარიამ ციმინტია.

ნახეთ ვიდეო სრულად ⇓