„როცა ამ ყველაფრით დაღლილი ხარ, ვერ იქნები ლამაზი...“ - რაზე საუბრობს კირა ანდრონიკაშვილი

კირ

ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მშვენება, კირა ანდრონიკაშვილი, 1945 წლის 15 ნოემბერს დაიბადა თბილისში, წელს მას 77 წელი შეუსრულდა. 

მსახიობ კირა ანდრონიკაშვილს ერთხმად აღიარებენ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად.

"როცა სილამაზეზე საუბრობენ, უნდა ითქვას, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმე ისეთი მყავდა და ჩემს წინაპრებს ვაქებ, სულაც არა. ასევე მნიშვნელობა აქვს კუნთს, აგებულებას, დიდ როლს თამაშობს განწყობაც, განწყობის თეორია ტყუილად ხომ არ დაწერა უზნაძემ?

მე მინახავს ქალები, რომლებიც სალონებში გაუთავებლად გადადიან ერთი პროცედურიდან მეორეზე და დაღლილები არიან. როცა ამ ყველაფრით დაღლილი ხარ, ვერ იქნები ლამაზი.. გარეგნული სილამაზე ადამიანის სულიდან მოდის, ადამიანებმა სული უნდა გაილამაზონ, მე მინდა ქართველ ერს ჰქონდეს სიკეთის სხივი ქალაქში...", - ამბობს კირა ანდრონიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს, მისთვის კინო და კინოსტუდიაში სტუმრობა ბავშვობიდან უცხო არ იყო, რადგან მისი მამიდა ნატო ვაჩნაძე - ქართველი მსახიობი, 20-30-იანი წლების საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი, მეორე მამიდა კი კირა ანდრონიკაშვილი (ვის სახელსაც ატარებს) - კინომსახიობი და დუბლიაჟის რეჟისორი გახლდათ.

პირველად კინო სინჯზე 8 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯაში" ბავშვის როლზე მიიწვია, თუმცა იმის გამო დაიწუნეს რომ გლეხის გოგოს არ ჰგავდა.

უკვე პირველი როლი 12 წლისამ შეასრულა ფილმში „მაიკოვსკი იწყებდა ასე“ (1958).