პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"გიხაროდეს ზოგი საჩუქრის, ზოგისგან კი ფრთხილად იყავი", - ეს ის ფრაზაა, რომელიც, ალბათ, ძალიან კარგად გვახსოვს ცნობილი წინასწარმეტყველის, ვანგას თქმული რეკომენდაციებიდან.
არსებობს საჩუქრები, რომელთა მიღებაზეც უარი უნდა ვთქვათ, რადგან ნეგატიური ენერგეტიკა აქვს. დამკვიდრებული ფენომენია, რომ ნივთები ადამიანების ენერგიას შთანთქავენ და გარკვეულ აურას ქმნიან. როდესაც საჩუქარს ვეძებთ, შესაძლოა, ჩავთვალოთ, რომ ეს არც ისე რთულია, თუმცა აქ აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ კონკრეტული ნივთი როგორ ემოციას მოუტანს ადამიანს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი თავისთავად ატარებს ცუდ ენერგიას და რა განწყობაც არ უნდა გადასცეთ, მაინც ვერ შეძლებს სასიამოვნო აურის შექმნას.
ჩვენ ვეცდებით გაგიზიაროთ 10 ნივთი, რომელთა ჩუქებაც მიზანშეწონილი არ არის, თუ გვსურს, რომ ადამიანებს სახლში ჰარმონია და ბედნიერება შევუქმნათ:
საათი
საათი დროის ათვლის საშუალებაა. თუმცა მას აქვს თვისება - ის შეიძლება გაჩერდეს. ამიტომ საათი ბედნიერი ცხოვრების დასასრულის მომასწავებელი შეიძლება იყოს. გამომდინარე აქედან, საათის ჩუქება ცუდი არჩევანია. ასეთ საჩუქარს შეუძლია, საყვარელი ადამიანებისგან ადრეული განშორება გამოიწვიოს. ლეგენდის თანახმად, ეს შეყვარებული წყვილისთვისაც არასასურველი საჩუქარია. აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთში, საათის ჩუქება ცუდ ტონად ითვლება. მათთვის ეს, ფაქტობრივად, დროის ათვლას გულისხმობს, სანამ ადამიანი მოკვდება. ამიტომ, ჩინეთსა და იაპონიაში ხალხი ამ აქსესუარს თავისთვის ყიდულობს
ჭურჭელი
გარკვეული დათქმით, აუცილებელია შეამოწმოთ, რომ იმ ჭურჭელს, რომელსაც ადამიანს აჩუქებთ, ბზარი ან დაზიანება არ ჰქონდეს. არსებული წარმოდგენების მიხედვით, თუ საჩუქარი ახალდაქორწინებულებისთვისაა განკუთვნილი, მასში რამდენიმე მონეტა უნდა ჩადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უთანხმოებას გამოიწვევს.
სამზარეულოს აღჭურვილობა
მაკრატელი, დანები, ჩანგლები - ეს ყველაფერი საჩუქრების სიიდან უნდა ამოიღოთ. ასეთი ნივთები უარყოფით აურას ატარებენ, რამაც შეიძლება საყვარელ ადამიანებთან თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს და კონფლიქტი გამოიწვიოს. ხალხური რწმენით, ბასრი საგნები ბოროტ სულებს იზიდავს.
სარკე
სარკე ადამიანის სულს ასახავს და შეუძლია შეინახოს არა მხოლოდ კარგი ენერგია, არამედ ცუდიც. ხალხური წარმოდგენის მიხედვით, სარკეს დააავადებებისა და ზიანის მოტანაც კი შეუძლია. ამიტომაც, თუ ამ ნივთის საჩუქრად გაცემას ფიქრობთ, კარგად დაფიქრდით. და თანაც, აუცილებლად ახალი უნდა იყოს და არა თქვენი "ნაქონი" ან ანტიკვარიატში შეძენილი.
საფულე
საფულე ერთ-ერთია იმ ნივთებს შორის, რომლის ცარიელი ჩუქებაც არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება იმ ადამიანს, რომელსაც აჩუქებთ, დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნას ან თუნდაც შემოსავლი შეუმცირდეს. მსგავსი მიდგომაა ყულაბის, ჩანთის, ჩემოდნის შემთხვევაშიც. აუცილებელია ხურდა, ან რომელიმე კუპიურა ჩადოთ და ისე აჩუქოთ ადამიანს.
ფული
ფული მისი მფლობელის ენერგიას შთანთქავს. ფულის ჩუქებით, ადამიანებს ჩვენი ცხოვრების ენერგიის ნაწილს გადავცემთ. ამიტომ, ასეთ შემთხვევაშიც, ყურადღებით იყავით.
მარგალიტი
მარგალიტის სამკაულები ლამაზი და ელეგანტურია, მაგრამ ხალხური რწმენის მიხედვით, ის არ უნდა გააჩუქოთ. ითვლება, რომ ეს ქვა მარადიული მარტოობისთვის განწირული ქვრივების ცრემლებს წარმოადგენს. ამიტომაც, მარგალიტის ჩუქებამ შეიძლება მწუხარება და დარდი გამოიწვიოს.
ცხვირსახოცი
ითვლება, რომ ცხვირსახოცი ცრემლების მოსაწმენდადაა შექმნილი, ამიტომ, უმჯობესია, იგი ადამიანს არ აჩუქოთ. ტრადიციულად, ეს აქსესუარი, როგორც წესი, მგლოვიარეებს საყვარელი ადამიანების დაკრძალვის დროს ურიგდებოდათ.
მედიკამენტები
უმჯობესია საჩუქრად სამკურნალო ან სამედიცინო ხელსაწყოები არ მიიღოთ და არც სხვას აჩუქოთ. ამან შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს და დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.
სანთლები
სანთლებს ენერგეტიკული მეხსიერება აქვთ. ამიტომ, იგი არასოდეს აჩუქოთ ადამიანს და არც თავად მიიღოთ საჩუქრად, რადგანაც შესაძლოა უარყოფითი ენერგია თქვენი ცხოვრების მეგზური გახდეს.რა უნდა გააკეთოთ, თუ საჩუქრად ჩამოთვლილი ნივთები მიიღეთ?