რიან ვან რომფეი Chanel-ის სუნამო “Gabrielle”-ს ახალი სახეა

შანელი

რიან ვან რომფეის Chanel-თან თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად ჰოლანდიელი მოდელი ფრანგული მოდის სახლის სუნამო “Gabrielle L’Eau”-ს უწევს რეკლამას. 

რიანი ბრწყინვალედ წარმოაჩენს გაბრიელ კოკო შანელით შთაგონებული სურნელის მახასიათებლებს, რომელიც, Chanel-ის განმარტებით, ეკუთვნის ქალს, ვინც ყურადღებას აქცევს თავის საჭიროებებს და სათქმელს პირდაპირ ამბობს – ის მომნუსხველია და თავის პიროვნულობას ბოლომდე გამოხატავს. ყვავილოვანი სუნამო, რომელიც ჟასმინის, ილანგ-ილანგის, ფორთოხლისა და ტუბეროზას არომატებს აერთიანებს, მოდის სახლის პაფიუმერის, ოლივიე პოლჟის, მიერ არის შექმნილი.

კამპანიისთვის ფოტოები Sølve Sundsbø-მ გადაიღო.