პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბაჩო რამიშვილმა შემოქმედებითად აქტიური ცხოვრება ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში დაიწყო, თუმცა საკუთარი პოეზია და შემდეგ უკვე სიმღერა ფართო საზოგადოებას ზრდასრულ ასაკში წარუდგინა. როგორც თავად ჟურნალ თბილისელებთან ჰყვება, ბავშვობაში მეოცნებე ბიჭი იყო.
„ვთამაშობდი ფეხბურთს და ვსწავლობდი მოზარდ მაყურებელთა თეატრში. სპორტს და ხელოვნებას დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში. ფეხბურთის თამაში 7 წლიდან დავიწყე, ისე, რომ სახლში არც იცოდნენ. სკოლაში შემომთავაზეს და ისე მომწონდა, სიხარულით დავთანხმდი. მერე ოჯახშიც გაიგეს. კარგად ვთამაშობდი და 10-11 წლის ასაკში უკვე თბილისის „დინამოში“; ვახტანგ კოპალეიშვილის გუნდში ვიყავი, პროფესიონალურ დონემდე მივედი. პარალელურად იყო მსახიობობა, სხვადასხვა წრეზე დავდიოდი და ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე. სიამოვნებით ვუკრავდი გიტარაზე.
- მართალია, რომ თქვენი ცხოვრება თურქმა წინასწარმეტყველმა შეცვალა?
– ზოგადად არ მჯერა ასეთი რამეების, არ დავდივარ მკითხავებსა და წინასწარმეტყველებთან, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ თურქეთში მისი მეგობარი ძალიან კარგად ხედავდა ადამიანის ცხოვრებას. ეს პიროვნება გავიცანი და მართლა ბევრი მნიშვნელოვანი რამ მითხრა ჩემი დაკარგული წლებისა და პერიოდების შესახებ. როცა შენს კონკრეტულ შეცდომებზე აგიხელენ თვალს, ეს ძალიან გეხმარება. მან დამანახვა ჩემი ცხოვრების სწორი თუ არასწორი მიმართულებები, ის, რაც გულის სიღრმეში ვიცოდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი და ამით ჩემი ცხოვრება შეცვალა. წყარო
ასევე დაგაინტერესებთ:
„დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა…“ – გია ჯაჯანიძე
ბოლო 3 კვირაში, 13 კილოგრამი დავიკელი - ტარიელ სუარი ეფექტიან დიეტას გვიზიარებს
VIDEO: მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის კადრებს ავრცელებს
აეროპორტში დააკავეს ქართველი, რომელიც ისრაელში ებრაელის ტანისამოსში გამოწყობილი შესვლას ცდილობდა