რაიან გოსლინგი „ვარსკვლავური ომების“ ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

რაიან გოსლინგი

რაიან გოსლინგი „ვარსკვლავური ომების“ ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ფილმი ეკრანებზე 2027 წელს გამოვა.

ფილმის რეჟისორი შონ ლევი იქნება. გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება. „ვარსკვლავური ომების“ ბოლო ფილმი 2019 წელს გამოვიდა.

„ეს სრულიად ახალი თავგადასავალია, სრულიად ახალი პერსონაჟებით. მოქმედება იმ პერიოდში ხდება, რომელიც ჯერ ეკრანზე არ მოხვედრილა“, - ნათქვამია Lucasfilm-ის განცხადებაში, რომელიც ფრანშიზას მფლობელია.

გოსლინგმა ფანებს თავისი საბავშვო ოთახის და თეთრეულის ფოტო გაუზიარა, რომელზეც „ვარსკვლავური ომებია“ გამოსახული და აღნიშნა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ამ თავგადასავალზე.