PHOTO: „ყველაზე გემოვნებიანი“ - „შანელის“ კაბა, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის საუკეთესო ლუქებს შორის მოხვდა, ნინო ჩხეიძემ მოირგო

ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე და „ქუჩის ბიჭები კლიპს იღებენ. გადაღებები თბილისში სტუდიურად და გარე სივრცეებში მიმდინარეობს.
სიმღერის – „მე შენ მჭირდები” მუსიკის ავტორი ბექა ნიკოლაიშვილია, ტექსტი კი „ქუჩის ბიჭებს” ეკუთვნის.

კაბა, რომელიც მომღერალს ,,ქუჩის ბიჭებთან" ერთად კლიპში აცვია ,,შანელის" 2021 წლის გაზაფხულის კოლექციიდან წარმოდგენილი მოდელია. კაბა პარიზის მოდის კვირეულის საუკეთესო ლუქებს შორის მოხვდა.

ნინო ჩხეიძისა და „ქუჩის ბიჭებისთვის” ეს პირველი თანამშრომლობაა. კლიპის გადაღებებს Happy Dreamers Production ახორციელებს და მასზე რეჟისორები – სერგო ეგოიანი და ზურა ვასაძე მუშაობენ. კლიპის პრემიერა ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.

„ყველაზე გემოვნებიანი“, „საუკეთესო“, „ანათებ“ - წერენ გამომწერები სოციალურ ქსელში.