ნახეთ, როგორ მიულოცა ნინო ჩხეიძემ ქმარს იუბილე

  stamboli

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს ჩემი საყვარელი ადამიანის დაბადების დღეა. გილოცავ გიო, მინდა იყო ძალიან ბედნიერი“, - წერს მომღერალი და ფოტოს აქვეყნებს.

ნინო ჩხეიძე 21 წლის ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე მასზე 1 წლით უფროსია. მომღერალი ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ გათხოვებისთვის მზად არ იყო.

„საერთოდ არ ვიყავი მზად გათხოვებისთვის. სასურველია, ქალმა ოჯახი 30 წლის შემდეგ შექმნას. მე გამიმართლა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახები ინგრევა ხოლმე.“ - ამბობდა მომღერალი.

გიორგი კორახაშვილი უკრაინაში საქმიანობს.