ნინო ჩხეიძე ჟანრს იცვლის - "ეს ჯერ არავინ იცის"

chxeidze

დღევანდელ "ღამის პრაიმთაიმში" მაყურებელი შოუბიზნესსთან დაკავშირებით საინტერესო დებატებს იხილავს. იქნება ვნებათაღელვა, კამათი, აზრთა სხვადასხვაობა...

ნინო ჩხეიძემ თოქშოუს ფეისბუქგვერდზე, ლაივჩართვაში ექსკლუზიურად დააანონსა, რომ ის ახალ ჟანრში იწყებს სიმღერას. "მოდი ჩემთან, ლამაზო" - სიმღერის ნაწყვეტი, მსმენელსა თუ მაყურებელს, ამ ჩართვაშივე მოასმენინა. ავთანდილი დაჰპირდა, რომ როგორც დიზაინერი, მის ახალ იმიჯზე იზრუნებს.

დანარჩენს კი "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის ნინო თავად ჰყვება.

ნინო ჩხეიძე: - ჩემი ახალი ჟანრია პოპი. ამ ზაფხულს მინდა ვცადო, "ახალი ნინო ჩხეიძე" რამდენად გაამართლებს. 

ახლახან ახალი ალბომი გამოვუშვი, რომელზედაც პანდემიის დროს ვიმუშავე და მასში შესული სიმღერები გაჰიტებულია. ალბომის სახელია "მოდი, მოდი". ეს არის ყველაზე განსხვავებული სიმღერა ამ ალბომში. მასზე ბექა ნიკოლაიშვილთან ერთად ვიმუშავე და პოპსტილშია. ბექა დიდი ხანია მუშაობს პოპზე. ჩემი სიმღერა - "დაბადების დღეც" ასევე პოპში "გადავაკეთე." ეს ალბომი, ჩემი ოფიციალური ლეიბლით, მსოფლიოს ყველა მარკეტში დაიდება. 

- თავი ამოწურე ქალაქურ ჟანრში თუ პოპში რატომ ამღერდი?

- არა, არ ამომიწურავს და ეს ახალი ალბომი მრავალფეროვანია. ვერ გეტყვი, რომ ამ ახალ ჟანრში თავს ისევე ვგრძნობ, როგორც ჩემს ჟანრში, მაგრამ ბექას გვერდში დგომით, ვცდილობ გავითავისო პოპიც. თუ ხალხს მოეწონება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. 

ავთანდილ ცქვიტინიძეს ძალიან მოსწონს ნინოს ახალ ჟანრში ამღერება. როგორც დიზაინერი გვეუბნება, სიახლის შეთავაზება აუცილებელია. 

ავთანდილი: დღესდღეობით ყველა შემოქმედი სიახლის ძიებაშია. ხალხიც ყოველთვის სიახლეს მოითხოვს. ეს სიახლე ნაცნობი და პოპულარული ბრენდისგან სჭირდებათ. ჩემი სფეროთი რომ მოვიყვანო მაგალითი, გუჩი ადიდასთან, ბალენსიაგა ადიდასთან, ნაიკი სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან კოლაბორაციით არის დაკავებული. 

ნინო ჩხეიძე უყვარს მის მსმენელს, მაგრამ მისგან სიახლეს ელოდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ნინო არ უყვარს, უბრალოდ, ამით ის ახალ მსმენელს მოიზიდავს, ახალი თაობისთვის საინტერესო გახდება, ახალ ემოციას გამოიწვევს.

ნებისმიერი ექსპერიმენტი, რაც არ უნდა საშიში იყოს, ყოველთვის ღირს გარისკვად. ტურბულენტური პერიოდია, მოცემულობა დღის ბოლოს მთავრდება და ხვალინდელი დღე აბსოლუტურად ამოუცნობია. ამიტომ ეს ექსპერიმენტი შეიძლება ზუსტად ის აღმოჩნდეს, რაც დღეს ძალიან სჭირდებათ. შენ თუ ის იფიქრე, ჩემგან ამას არ მიიღებენ ან ამის დრო არ არისო, ამის პასუხს ვერც ვერასდროს გაიგებ. 

რაც შეეხება ნინოს ახალ იმიჯზე ჩემს მოსაზრებას: რადიკალურად სხვა ადამიანის "გაკეთება" მე არ მიყვარს. ნინო უნდა იყოს იმ ვერსიით, როგორსაც მას მსმენელი არ იცნობს. ის თავის მსმენელს "ქუულ" და თანამედროვედ ჩაცმულს არ აწვდის. მას აქვს თავისი მოცემულობა, რასაც იდეალურად ასრულებს. მე ახალ ჟანრში ამღერებული ნინოს საინტერესო ვერსიას წარმოგიდგენთ.