მეცნიერები ასახელებენ სავარაუდო დროს, როცა დღე-ღამის ციკლი 25 საათი გახდება
1775156728
ნეტფლიქსი Stranger Things-ის ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ძმები დაფერები უცნაური ამბების ანიმაციურ სერიალზე მუშაობენ.
დაფერების თქმით, ბავშვობაში შაბათ დილას სულ ანიმაციებს უყურებდნენ და თავადაც ყოველთვის ოცნებობდნენ, უცნაური ამბების სამყაროს შესახებ მსგავსი ანიმაციური სერიალი შეექმნათ. როგორც ამბობენ, მათთვის აღნიშნული პროექტი ახდენილი ოცნებაა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის განვითარდება ანიმაციაში მოქმედებები ან რა მოვლენებზე იქნება დაფუძნებული სიუჟეტი. დაფერების თქმით, პროექტზე უკვე დიდი ხანია, მუშაობენ.
რაც შეეხება თავად სერიალის ბოლო სეზონს, გადაღებები ზაფხულში დაიწყება, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მოთმინება ვიქონიოთ და ფინალის შესახებ ახალ-ახალი თეორიების შეთხზვით გავირთოთ თავი.