1775159088
„თუ მკერდი მტკივა, ეს ყოველთვის საშიშია?“ – მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
არის თუ არა საშიში მკერდის ტკივილი და რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ბიოფსია? - ხშირად დასმულ კითხვებს მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე პასუხობს.
„არცერთ შემთხვევაში – მკერდის ტკივილი ხშირად დაკავშირებულია ჰორმონალურ დისბალანსთან. ის შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი, შესაძლოა, იყოს სტრესთან დაკავშირებული, ასევე, ხერხემლის გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებული. მკერდის ტკივილი, ერთ-ერთი გვიანი სიმპტომია ძუძუს კიბოსი, როდესაც ის გამოვლინდება ყველა თავისი კლინიკური ნიშნით, ამიტომ არ შეეშინდეთ ქალბატონებს, უმრავლეს შემთხვევებში, მკერდის ტკივილი არ ნიშნავს კიბოს… თუ ჩატარებული კონსულტაციით, ასევე, დიაგნოსტიკური მეთოდებით დადგინდა ეჭვი ძუძუს კიბოზე, ამ შემთხვევაში ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით წვრილნემსიანი ბიოფსია, რომელიც აბსოლუტურად უმტკივნეულოა და დგინდება, დაავადების ბიოლოგიური სტატუსი“, – ამბობს ირაკლი კოხრეიძე.












