„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
ქართული სცენის ლეგენდამ, მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ ახლახან კოვიდი გადაიტანა და როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, თავს სუსტად, თუმცა უკეთ გრძნობს.
ნანი ბრეგვაძე: ახლა არა მიშავს, კოვიდის შემდეგ სისუსტე დამრჩა. დრო უნდა, რომ ენერგია დამიბრუნდეს. კონცერტების ორგანიზატორებისთვის უარის თქმა მომიხდა. გარეთ ვიყავი გასული, მაგრამ ჯერ ენერგია არ მაქვს.
ვირუსმა ცოტ-ცოტა ყველაფერზე იმოქმედა - ნერვულ სისტემაზე, ყნოსვასა და გემოზე.
მადა არ დამიკარგავს, მაგრამ მაინცდამაინც გემოს ვერ ვატან. საერთოდ, ცოტას გეახლებით. ახალგაზრდობაში კარგად ვიკვებებოდი, ძილის წინაც, კონცერტის შემდეგაც კარგად და გემრიელად გეახლებოდით.
დედა ცნობილი იყო თავისი გასაგიჟებელი კერძებით. მას შემდეგ ბევრი კერძი აღარ მომწონს. მაგალითად, ნიგოზში აძენძილი ბადრიჯანი. ან მთლიანი ბადრიჯანი ნიგვზის სოუსში. ოჰ, ოჰ, რა გემრიელად ამზადებდა. დედაჩემის კერძების გემოებს ვერ მივაღწიე. არადა, ის გემოები სულ მახსოვს.
წვნიანებს ვიღებ. გემრიელ სუპებს აკეთებს ეკაც და ჩვენი დამხმარე ქალბატონიც. გემრიელს ყველაფერს გეახლებით, მაგრამ ცოტა მყოფნის. კარაქი ამოღებული მქონდა რაციონიდან და ისევ დავიწყე მიღება, რადგან ორგანიზმს სჭირდება. დილით ჩაისთან კარაქიანი პურს გეახლებით. არც ერთი პური არ მომწონს. თბილისში კარგი პური არ არის. ბალტიისპირეთში, დედაა, რა პურებს აცხობენ... სადილამდე მოაქვთ ეს სურნელოვანი პური და კარაქი და მე უკვე ჭამა აღარც მინდა.
ცხარე საკვები არასდროს მიყვარდა. ტყემალიც მოტკბო მიყვარს.
დროთა განმავლობაში გემოვნება გეცვლება ადამიანს, მე ბოლო დროს, პრეტენზიული მჭამელი გავხდი. ყველიც აღარ მიყვარს.