„მეორეჯერ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება... ავთო, რომელიც უყვარდათ და თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს, უცებ, გახდა ოლიგარქის სიძე" -  დიზაინერი მეუღლესა და პირადზე

avto

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე „რუსთავი2“-ის გადაცემის „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” სტუმარი იყო, სადაც პირადი ცხოვრების გაუხმაურებელ დეტალებზე ისაუბრა.

როგორც დიზაინერი ამბობს, ბავშვობიდან სწორედ ისეთ ქალს ხატავდა, როგორიც მისი მეუღლე, ხათუნა თოთლაძეა.

„მეორეჯერ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, როცა ხათუნა მოვიყვანე ცოლად, ის საყვარელი, ხალხის წინ გაზრდილი ბიჭი, შრომისმოყვარე, ძლივს მიღებული საზოგადოებისგან, აღიარებული, პრესტიჟული, ის ტოპ ადამიანები, რომელთა ჩამონათვალში მე უკვე შესული ვიყავი, რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. იმ მოცემულობით ავთო, რომელსაც აღიარებდნენ, ძალიან უყვარდათ, თავისი შრომით და ნიჭით მიაღწია ყველაფერს, უცებ, გახდა ოლიგარქის სიძე.

ხომ არის რაღაცებს შენ იწვევ შენს ცხოვრებაში შეუგნებლად, ბავშობიდან ვხატავდი მერხებზე, ქალებს, ფიგურებს, საკონტროლოს რვეულები სულ სავსე მქონდა. როცა დავიწყე ადამიანების ხატვა, რაც ჩემი თავი მახსოვს, სხვათაშორის დღემდე, როცა ფერწერას დავუბრუნდი, ზუსტად იმ გოგოს ვხატავდი, რომელიც შემოვიდა ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან სახელოსნოში და დავინახე ის ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრება ვხატავდი. საოცარი გარეგნობა აქვს ხათუნას, ძალიან ბევრი ხუჭუჭა თმით და ერთი-ერთში ანალოგი მყავს შვილი. მეორე-მესამე ჩაზომებაზე ვიცოდი უკვე ვინ იყო, მაგრამ ეს მოხდა პირველივე შეხვედრაზე და ხათუნა დავიბარე ძალიან ბევრჯერ ე.წ ჩაზომებაზე”, – ამბობს ცქვიტინიძე.