„20 წუთი მთელი ხმით ვიტირე“ - რა ურჩია პატრიარქმა ავთანდილ ცქვიტინიძეს

ავთო

გადაცემას „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე სტუმრობს.

ის გადაცემაში კითხვებს გულწრფელად პასუხობს.

„არასოდეს ჩამიბარებია აღსარება. უწმინდესთან ვიყავი და ვუთხარი, რომ აღსარება ჩამებარებინა, სადღაც 20 წუთი მთელი ხმით ვიტირე. გულდაწყვეტილი ვუთხარი, რომ ვერ ჩაგაბარებთ აღსარებას თქო და მან მითხრა, რომ შენ ახლა ყველაზე გულწრფელი და ნამდვილი აღსარება ჩააბარეო. 

ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო და პატრიარქმა მითხრა, რომ პრობლემა ტრაგედიად არასოდეს არ აქციოო. არასდროს მქონდა გააზრებული რა ბულინგის ქვეშ მყავდა ჩემი თავი“,- ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე.