მეგონა რომ ვოცნებობდი და თურმე ჩემი ცხოვრების გეგმებს ვალაგებდი - ავთო ცქვიტინიძე

ურუსკესთან

გადაცემა „ურუსკესში“ დიზაინერმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ თავის ცხოვრების გამოცდილებაზე ისაუბრა და საზოგადოებას სტიმული მისცა.

„მეგონა რომ ვოცნებობდი და თურმე ჩემი ცხოვრების გეგმებს ვალაგებდი, ყველაფერი ისე ხდება ცხოვრებაში როგორც დავალაგე და დღემდე ასეა.

ეს ყველაფერი ისეთ დროს მოდის, როცა ამისთვის მზად ხარ, ჩვენ ხომ ადამიანებს სულ გვეჩქარება. პატარები, რომ ვართ განსაკუთრებით გვგონია, რომ უკვე დავაგვიანეთ და სადღაც ვეძებთ როდის გამოჩნდება ის მდგომარეობა, სადაც შენ უნდა იყო, ეს აუცილებლად მოდის ოღონდ იმ დროს, როცა ეს საჭიროა და შენ ამისთვის მზად ხარ“, - განაცხადა ავთო ცქვიტინიძემ გადაცემა „ურუსკესში“.