დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
19 წლის მომღერალი ლიზი გოგუა გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალში გადავიდა. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ გერმანიაში 2 წლის წინ, მამის ავადმყოფობის გამო წავიდა. ლიზი „თბილისელებთან“ ამბობს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი წარმატება ოჯახისთვის.
„მე მუსიკა მიყვარს და ასეთი წარმატება ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი ოცნება, მაგრამ მშობლების, განსაკუთრებით მამაჩემის გახარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მამაჩემს ძალიან მძიმე დაავადება აქვს და ვიცოდი, რომ ჩემი წარმატება მის მდგომარეობაზე ძალიან კარგად აისახებოდა, სტრესსა და ყოველდღიურ სადარდებელს შეუმსუბუქებდა.
ბრმა ტურზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მქონდა და ძალიან განვიცდიდი, რომ არ შემომბრუნებოდნენ, მერე რა უნდა მექნა?! საბედნიეროდ, ჟიურის სამი წევრი შემოტრიალდა, თან, ისინიო, ვისი შემობრუნებაც ყველაზე მეტად მინდოდა და ვერ გეტყვით, სიხარულისგან რა დამემართა (იცინის).
როგორც ლიზი ამბობს, გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალი 28 ოქტომბერსაა, ხოლო ფინალი – 4 ნოემბერს.