ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1753464534
24 ივლისს, ჯენიფერ ლოპესს 56 წელი უსრულდება. დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჯეი ლომ მიმდინარე ტურნეს ერთ-ერთ კონცერტზე მსმენელს სიურპრიზი მოუწყო და ახალი სიმღერა წარუდგინა.
Birthday – ასე ჰქვია ტრეკს, რომელსაც პუბლიკა ოვაციებით შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ Birthday არ არის ერთადერთი ახალი სიმღერა, რომელიც არტისტმა ბოლო დროს გამართულ კონცერტებზე პირველად შეასრულა. Up All Night Tour-ის ფარგლებში სიმღერის – Wreckage of You პრემიერაც შედგა, რომელიც მისი ბენ აფლეკთან დაშორებითაა შთაგონებული.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესმა 8 ივლისს საერთაშორისო ტურნე დაიწყო, რომლის კონცერტები სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
View this post on Instagram