გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ისრაელს 2026 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობის უფლება მისცა. გადაწყვეტილება ჟენევაში, კავშირის გენერალური ასამბლეის კრებაზე მიიღეს. თუმცა ამას რამდენიმე ქვეყნის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და სლოვენიამ 2026 წლის კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ისრაელის პრეზიდენტმა მადლობას გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელმაც ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობისთვის ისრაელის სასარგებლოდ ხმა მისცა.
2026 წელს ევროვიზია ვენაში ჩატარდება.