დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ქარელში, სოფელ რუისში დაიბადა და გაიზარდა, ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ალექსანდრე ,,სარკეს” თავის ამერიკულ ცხოვრებაზე მოუყვა:
გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „სარკეს“ ინტერვიუდან.
„...დიდი გამოცდილებების მქონე ადამიანებთან მიწევს ურთიერთობები. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ათი ადამიანი მაინც ვცხოვრობდით და სითბოს მეტი არაფერი მინახავს. აქ მე და მამაჩემი ჩამოვედით მხოლოდ და მარტო რომ აღმოვჩნდით, ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია ერთად... სადაც ახლა ვარ, სწორედ ამ ქვეყანაში ვხედავ ჩემს მომავალს. ამერიკაში ძალიან ფასდება შრომა, ნიჭი და აქ ვაპირებ დარჩენას.
დღე არ გავა, სიზმარში საქართველო და მისი ქუჩები არ ვნახო. მესიზმრება, რომ ამერიკიდან სახლში ჩავდივარ…
– რას გულისხმობთ სირთულეებში?
– ბევრმა გამომიყენა, ბევრმა იმედი გამიცრუა, ბევრი ცუდად მომექცა. ისეთი რაღაცები მოხდა, ბევრისგან მეტკინა გული, მაგრამ მაინც ყველას მადლობელი ვარ, რადგან საკმაოდ პატარა ასაკში მასწავლეს ჭკუა, რომ ადვილად არავის უნდა ენდო. მომავალში ალბათ უფრო მომზადებული დავხვდები ადამიანთა ცუდ ქცევებს.
ასევე ნახეთ: ,,შერონ სტოუნმა ჩემი ვიდეო გააზიარა... არ მჯერა!" - ალექსანდრე ზაზარაშვილი