მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ - ბოლო ცნობები ფონიჭალიდან

აფეთქება ფონიჭალაში

ფონიჭალაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები ამ დრომდე ეძებენ კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ კიდევ 2 ადამიანს.

ნანგრევებიდან სულ 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, 3 ქალის და ერთი ბავშვის.

მანამდე კი, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.  

✕