ტრაგედია ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახში - „ყველაზე მეტად არ მინდოდა, რომ ეს დღე დამდგარიყო“

ზაზარაშვილი

ტრაგედია ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახში - ახალგაზრდა მომღერალს პაპა გარდაეცვალა. ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ყველაზე მეტად არ მინდოდა რომ ეს დღე დამდგარიყო, ძალიან მიყვარდი, მიყვარხარ, და მეყვარები ყოველთვის… ყველაზე თბილი და გულკეთილი ადამიანი იყავი ხოლმე, პატარაობიდან ყოველთვის მიყვარდა შენთან წამოსვლა, იმიტომ რომ ვიცოდი, შენს სამსახურში მამღერებდი, მერე კიდევ ხინკალს მაჭმევდი, ამაყად ყველას აცნობდი ჩემს თავს სამსახურში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არავინ მიცნობდა და როგორც კი შანსი ჩაგივარდებოდა მამღერებდი ხოლმე, მერე კი უკვე როდესაც გავიზარდე, ამერიკაში წამოვედი, აქ მირეკავდი და მიყვებოდი ამბებს, სადაც არ უნდა წასულიყავი და რომ იტყოდი ზაზარაშვილი ვარო, ყველა რომ გეკითხებოდა თურმე, რომ ჩემი ვინმე თუ იყავი…

რამდენადაც არარეალური და მტკივნეული ეს ყველაფერი არის, დღეს შენ აღარ ხარ, მაგრამ მე გპირდები, რომ შენი გვარი ყოველთვის იქნება, ვიცი რომ ამ შობა დღეს უფალი უმიზეზოდ არ წაგიყვანდა, შენ სამოთხეში ხარ. უფალს უყვარხარ და კიდევ ათასობით ადამიანს შენი ამ ქვეყანაზე ცხოვრებისას გაკეთებული სიკეთეების გამო.  მიყვარხარ და ყოველთვის ჩემს გულში იქნები, პაპი“, - წერს მომღერალი.