საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
1730704626
15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი მამასთან ერთად წელიწადზე მეტია, აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად. ქართველმა მომღერალმა მოზარდმა კონექტიკუტის შტატში გამართულ "ნიჭიერში" მონაწილეობა მიიღო და ცოტა ხნის წინ პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
როგორც ალექსანდრეს დედა, გულიკო ეგნატაშვილი ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას აღნიშნავს, მისმა შვილმა ამერიკიდან ოცნების მანქანა გამოუგზავნა საჩუქრად:
"ალექსანდრეს არც ერთი დღესასწაული არ გამოუტოვებია, ყველასთვის საჩუქარი რომ არ გამოეგზავნა. სულ სიურპრიზებში ვარ, მანქანაც კი მიყიდა ახლახან.
ძალიან მინდოდა, "ბეემვე" მყოლოდა. მოულოდნელად ჩემი დაქალი ჩამოვიდა ბათუმიდან. თურმე მასთან მოულაპარაკია ალექსანდრეს და მან მომიყვანა მანქანა. ამ მონატრებულზე, ჩემი ოცნება რომ ამიხდინა, ისეთი ბედნიერი ვიყავი!..“ - ამბობს გულიკო ეგნატაშვილი.