EXCLUSIVE: ვინ არის ცნობილი ტიკტოკერი ბათუმიდან, რომლის სიმღერებიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება

ekatherine

ცნობილი ტიკტოკერი, მომღერალი და მოცეკვავე ბათუმიდან, რომლის სიმღერები ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ინტერნეტ სივრცეში ეკატერინე გურგენიძეა. მას „პრაიმ ტაიმი“ ესაუბრა, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს

- თქვენს შესახებ, რომ მოგვიყვეთ რა პროფესიის ხართ და სიმღერასთან რამდენი ხანია რაც კავშირი გაქვთ? 

ჩემი პროფესია მოცეკვავე - მსახიობობაა. ბათუმში ყველაზე პრესტიჟული სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ბათუმის” მოქმედი მოცეკვავე ვარ. მაქვს საკუთარი ბრენდ-სტუდია „ცეკვათერაპია”, სადაც ვასწავლი პაწაწინებს ქართულ თანამედროვე ცეკვას. 

სიმღერა არის ჩემი მეორე ნაწილი, რომელიც იმ ხალხის დამსახურებით ვისაც უყვარს და მოსწონს ჩემი ნამღერი პროფესიად მექცა.

 - სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობთ, საკმაოდ მოკლე დროში tiktok-ზე 50 000 გამომწერი გყავთ როგორ მოახერხეთ ეს? 

ყველაფერი ძალიან სპონტანურად და დაუგეგმავად მოხდა. ერთ დღესაც ავიღე ჩემი გიტარა და საკმაოდ პოპულარული სიმღერების ქავერ ვერსიები ჩავწერე რის შემდეგაც დიდი გამოხმაურება მოყვა ჩემს ნამღერს და დაიწყო ტიკტოკზე აქტიურობა.

- თქვენს მიერ შესრულებული „ლალები“ ეს სიმღერა იყო, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა - ელოდით თუ არა ასეთ გამოხმაურებას?

ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა „ლალებამდე “ და „ლალების” შემდეგ  მართლა არ ველოდი ამ გამოხმაურებას, მაგრამ იმდენად აქტუალურია ეს სიმღერა არც კი მიკვირს რომ ასე აიტაცა ხალხმა.

- ხშირად აკეთებთ ღამის შოუ ბენდის სიმღერების ახალ ვერსიას, თუ მოჰყოლია მათი მხრიდან გამოხმაურება?

რა თქმა უნდა მოყვა მათი მხრიდან გამოხმაურებაც და ძალიან მოსწონთ ჩემი ქავერ ვერსიები. იმასაც ვხუმრობ ხოლმე, რომ გელას ბენდის აკუსტიკური ვერსია ვარ ამიტომ წერონ კარგი სიმღერები და სულ დავაქავერებ. 

- სამომავლო გეგმებზე, რომ გვესაუბროთ, რას აპირებთ ახლო მომავალში?

სამომავლო გეგმები ბევრია, ახალი წლის ღონისძიებებისთვის დავიწყე მზადება, როგორც ცეკვის სფეროში ასევე სიმღერით, ასევე ვაპირებთ რამდენიმე სიმღერის ჩაწერას.