რამდენი გაცდენის შემდეგ შეიძლება ბავშვი ბაღიდან ამოირიცხოს - დეტალები

 საბავშვო ბაღი

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვის ხანგრძლივი გამოუცხადებლობა შესაძლოა, მისი რეგისტრაციის შეჩერებისა და საბოლოოდ ბაღიდან ამორიცხვის მიზეზი გახდეს. თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესი არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვი კონკრეტული რაოდენობის გაცდენის შემდეგ ავტომატურად კარგავს ადგილს.

დადგენილებაში კონკრეტულადაა ჩამოთვლილი ის შემთხვევები, რომლებიც ბავშვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევა.

ასეთ მიზეზებს მიეკუთვნება:

ბავშვის ავადმყოფობა;
ბავშვის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
ოჯახის წევრის გარდაცვალება;
სტიქიური უბედურება;
სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია, მათ შორის პანდემია.
გარდა ამისა, ჩამონათვალი დახურული არ არის. წესის მიხედვით, საპატიო მიზეზად შეიძლება, სხვა განსაკუთრებული შემთხვევაც ჩაითვალოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში საკითხს ინდივიდუალურად ბაღის დირექტორი წყვეტს.

თუ რეგისტრაცია მხოლოდ შეჩერდა და მშობელმა დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა, რეგისტრაციის აღდგენა არსებული ანკეტის გააქტიურებით ხდება... სრულად

✕