„ბრიჯიტ ჯონსი“ მე-4 ფილმით ბრუნდება - THE SUN

ჯონსი

„ბრიჯიტ ჯონსის დღიურები" მე-4 ფილმით ბრუნდება. ინფორმაციას THE SUN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბრიჯიტის როლს კვლავ ლეგენდარული რენე ზელვეგერი მოირგებს, რომელიც ამჯერად დედის ამპლუაში მოგვევლინება. 

აღსანიშნავია, რომ ფილმის ბოლო ნაწილი 6 წლის წინ გამოვიდა, მაშინ ბრიჯიტი ორსულად იყო, თუმცა არ იცოდა,  ვინ იყო მისი შვილი მამა. ბოლოს კი გაირკვა, რომ ის შვილს მისტერ დარსისგან ელოდებოდა.

შეგახსენებთ, ,,ბრიჯიტ ჯონსის დღიურები” დიდ ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა.