თურქეთში დააკავეს დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ტურისტებს 29 მილიონ დოლარზე მეტი მოჰპარეს

kiberSeteva

თურქეთის პოლიციამ დაჯგუფება დააკავა, რომელმაც ტურისტების ბარათებიდან 29 მილიონ დოლარზე მეტი მოიპარა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გამოძიება ოთხი თვის წინ დაიწყო, როდესაც სახელმწიფო ბანკმა უცხოელების ანგარიშებზე საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

პოლიციის სპეციალური ჯგუფი ტრანზაქციების კვალს მიჰყვა, რომელმაც ისინი ქალაქ კუშადასის ორი სასტუმროს კუთვნილ POS ტერმინალებამდე მიიყვანა. 

გამოძიებამ მალევე გაიგო, რომ ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი უცხოელი ტურისტების ბარათის რეკვიზიტებს, რომლებიც მასთან ოთახებს იჯავშნიდნენ, მანქანების გაქირავების კომპანიებსა და სხვა სასტუმროებს გადასცემდა. მას შემდეგ, რაც ტურისტები თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ, ბარათებიდან დიდი თანხები იჭრებოდა - თითქოს მათ სასტუმროს ოთახი და მანქანა იქირავეს.

წინასწარი მონაცემებით, კრიმინალებმა სულ უცხო ქვეყნის 268 მოქალაქე გაძარცვეს და ნაძარცვმა თანხამ 1,1 მილიარდი ლირა, დაახლოებით 29 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.