ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის 60 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ფილმში ერთად მონაწილეობას სთავაზობენ

პიტი და ჯოლი

ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეულ ყოფილ წყვილს, ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის სოლიდური ჰონორარის სანაცვლოდ, ახალ ფილმში ერთად მონაწილეობას სთავაზობენ.

ამ წამოწყების ინიციატორი, რეჟისორი დენი როსნერია. თუკი სკანდალურად დაშორებული მსახიობები გარიგებას დათანხმდებიან, ისინი 60 მილიონ დოლარს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორი ფილმს საკუთარი ცხოვრების უმთავრეს პროექტს უწოდებს და აცხადებს, რომ სცენარი უკვე დაწერილი აქვს.

სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საფრანგეთში ვითარდება, ბრედი კანში მდებარე სასტუმროს მფლობელის როლში განიხილება, ანჯელინა კი მისი საყვარლის ამპლუაში. სცენარი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

„კინოსურათში იქნება გულახდილი სცენები“, – აცხადებს რეჟისორი.

ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ორ ფილმში ითამაშეს მთავარი როლები. ეს გახლავთ 2005 წელს გამოსული „მისტერ და მისის სმიტები“ და ფილმი, „ზღვასთან“, რომელიც 2015 წლით თარიღდება.