პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კანიე უესტის ცვილის ფიგურა Madame Tussauds-ის მუზეუმიდან აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანტისემიტური კომენტარების გამო კანიე უესტთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიცაა Balenciaga, Gap და Adidas.
Forbes-ის მონაცემებით, კანიე უესტს, რომელიც ახლა Ye-ს სახელითაა ცნობილი, ბიზნესპარტნიორებთან კავშირის გაწყვეტა მილიარდერის სტატუსად დაუჯდა.
Forbes-ის შეფასებით, კანიეს $1,5 მილიარდიან ქონებაში მეტ წილს ადიდასთან პარტნიორობა შეადგენდა, ახლა კი მისი ქონება მხოლოდ და მხოლოდ $400 მილიონადაა შეფასებული.