ახალი ვარსკვლავი ბაბლუანების ოჯახიდან - ნასტასია ლეგრანი - პარიზის მოდის კვირეულის აღმოჩენა

legrant

პარიზის მოდის კვირეულზე 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციების წარმდგენ ტოპ 22 მოდელს შორის ნახევრად ქართველი მოდელი - ნასტასია ლეგრანი მოხვდა. ნასტასია მსახიობისა და ტელეწამყვანის - ოლგა ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი გახლავთ. 

ნასტასია სამოდელო სააგენტო Women Management Paris-ის მოდელია, რომელსაც ასევე აქვს ფილიალი სააგენტოები მილანსა და ნიუ-იორკში.  

საფრანგეთში მცხოვრები 19 წლის ფრანგი მოდელი, ახალ სამოდელო სახეებს შორის, მცირე დროში მოექცა. ის ამ სფეროთი სექტემბრიდან დაინტერესდა და უკვე პარიზის მოდის კვირეულზე წამყვანი დიზაინერების დეფილეების წარმდგენია. მსოფლიოში წამყვან დიზაინერებს საინტერესო სახის შემჩნევა არ გასჭირვებიათ.

ნასტასია პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა შანელის, ლუი ვიტონის, შიფარელის, ქლოეს, ვან ნოტენისა და სხვათა ჩვენებებზე.