დაღუპულია სკოლის მოსწავლე! - თბილისის 168-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1736924722
ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ დევიდ გილმორმა ახალი, რიგით მეხუთე ალბომი გამოუშვა. გავრცელებულ პრესრელიზში Pink Floyd-ის გიტარისტმა აღნიშნა, რომ ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით Luck and Strange, „საუკეთესო ალბომია 1973 წლის Dark Side of the Moon-ის შემდეგ.”
„ალბომში იგრძნობა ერთიანობა,” – უთხრა 78 წლის გილმორმა „ბილბორდს”. „ეს ერთიანობა – ტექსტის, მუსიკის, სამუშაო პროცესის – მაძლევს იმ აღტაცებასა და სურვილს, რომ ალბომს თავიდან ბოლომდე, ერთიანად მოვუსმინო. მასში არის ფიქრებისა და შეგრძნებების თანმიმდევრულობა, რაც აღმაფრთოვანებს და ამ შედარებას მაკეთებინებს.”
გილმორის თქმით, ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი იმ „განთავისუფლების” შედეგია, რასაც ის სტუდიაში გრძნობდა.