დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსოფლიოს ცნობილ და გავლენიან ადამიანებს შორის მრავალია ისეთი, ვინც სიმდიდრეში არ გაზრდილა. გთავაზობთ იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომელთაც მძიმე შრომით შეძლეს ფინანსური კეთილდღეობისა და გავლენის მოპოვება.
ჰოლი ბერი - ამერიკელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და სილამაზის დედოფალი. მიღებული აქვს „ემი“ და „ოქროს გლობუსი“. 20 წლისამ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ეცხოვრა, თუმცა რამდენიმე წელი მას სახლიც არ ჰქონდა და ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა. გაჭირვებისას დედას სთხოვა, ფინანსურად დახმარებოდა, დედამ ამაზე უარი უთხრა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ამერიკელი მსახიობია.
ჯიმ ქერი - ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმით: „ეის ვენტურა - ცხოველების დეტექტივი“. ბავშვობაში, როცა მამა უმუშევარი იყო, ოჯახთან ერთად ფურგონში ცხოვრობდა. ქერი დამლაგებელი იყო და ამასთან, მშენებლობაზე მუშაობდა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომიკოსია.
ჯენიფერ ლოპესი - ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და დიზაინერი. ის კოლეჯში სწავლობდა, როცა გადაწყვიტა, ცეკვა ესწავლა. მას და მის დედას არაერთხელ გაუთევიათ ღამე ცეკვის დარბაზში, რადგან ამ დროს მათ სახლიც არ ჰქონდათ. მალე ლოპესმა ცეკვის ეროვნული კონკურსში გაიმარჯვა და აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა.
მერაია ქერი - ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი და მსახიობი. მომღერალი დღეს იხსენებს, რომ ბავშვობაში სათამაშოც კი არ ჰქონდა და ეზოში მარტო თამაში უწევდა. ბავშვობაში ის ლონგ-აილენდზე ცხოვრობდა, მოგვიანებით, როცა ნიუ იორკში გადავიდა, შეძლო საკუთარი ვოკალური მონაცემები წარმოეჩინა. ქერის ვოკალური დიაპაზონი ფარავს ყველა ოქტავას კონტრალტოდან დაწყებული - სოპრანომდე.
ოპრა უინფრი - პირველი შავკანიანი მილიარდერი ქალი კაცობრიობის ისტორიაში, ამერიკელი ტელეწამყვანი და მსახიობი. ბავშვობაში სიღარიბისა და ძალადობის გადატანის მიუხედავად გახდა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი აფროამერიკელი ქალი. ოპრა უინფრიმ ბავშვობის წლები უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. მას მარტოხელა დედა და ბებია ზრდიდნენ. ბავშვის მოვლით, ძირითადად, ბებია იყო დაკავებული. 9 წლისა ოჯახის ახლობლისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი გამოსასწორებელ სახლში გაგზავნის გადაწყვეტილებაც მიიღეს, მაგრამ უადგილობის გამო ოპრა იქ ვერ მოხვდა. 19 წლის უინფრი Miss Black Tennesse-ის გამარჯვებული გახდა. კარიერა ტელევიზიაში, Nashville-ის პატარა არხზე მუშაობით დაიწყო. მოგვიანებით, ჩიკაგოს სატელევიზიო არხს შეუერთდა, სადაც დილის გადაცემას ამზადებდა. აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა.