პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეწამყვანი და მსახიობი ოპრა უინფრი უკრაინელი ხალხისთვის ვიდეოს ავრცელებს და მათ მხარდაჭერას უცხადებს.
ტელეწამყვანი იმ ძლიერ თანადგომაზე საუბრობს, რომლებსაც პოლონელები გამოხატავენ უკრაინელი ემიგრანტების დასახმარებლად.
„გამარჯობა, როგორი კვირაა, არა? არ ვიცი, თქვენ რას შვრებით, მაგრამ მე ვერ ვწყვეტ ფიქრს უგრძნობ და მკვლელ ადამიანებზე, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ და სანამ მე კომფორტსა და სილამაზეში ვცხოვრობ, არ შემიძლია არ ვფიქრობდე ხალხზე, რომლებიც შიშში არიან, რომლებსაც სძინავთ მეტროებში და იმალებიან, დედები და შვილები, მამები, რომლებიც მატარებლების სადგურებზე შვილებს ემშვიდობებიან, რათა იარაღი აიღონ და დემოკრატია დაიცვან. გაიგეთ, რამდენმა ოჯახმა გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი?
მათ კი სახლები მისცეს, რადგან იაზრებენ, რომ უკრაინელები მეგობრები არიან და გვერდში უნდა დაუდგნენ. საოცარია ის დამოკიდებულება, რომლითაც პოლონელი ხალხი ხვდება უკრაინელებს. გული ძალიან მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორ ტოვებენ უკრაინელები ქვეყანას ოჯახთან ერთად, ხელცარიელები“ - წერს მსახიობი.