ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში ხანძარია - რა ხდება ადგილზე

ხანძარი

ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, იწვის ბაზრის ყოფილი ორსართულიანი შენობა, რომელშიც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მოედო მეორე სართულს.

ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდა თუ არა, იქ მყოფი ყველა მცხოვრების ევაკუაცია. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდენიმე მანქანა და სამართალდამცველები.

გავრცელებული ცნობით, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო, შენობის სამი მობინადრე საავადმყოფოში გადაჰყავთ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.