„კლინიკაში გული გაუჩერდა...“ - ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავარია

ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ  გზაზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ 9“ ავრცელებს.

კლინიკა „იმედში“ განმარტავენ, რომ დაშავებული ქალი მათთან პოლიტრამვებით შევიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გული მალევე გაუჩერდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო: ტვ 9