ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი ავარიას საკუთარ მანქანაში საკუთარ სახლთან ემსხვერპლა

ლენტი

ზუგდიდში თავდაცვის სამინისტროს IT უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი 37 წლის ჯემალ გულუა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ავარია ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში მოხდა.

იგი მანქანას თავის ჭიშკართან აჩერებდა, რა დროსაც ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი კიდევ ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ავტომანქანას მაშინ დაეჯახა, როცა იქიდან მძღოლი გადმოდიოდა.

ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

გამოძიებას აწარმოებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური.