,,ყველა მხრიდან მეწყერი მოდიოდა... ძლივს გადავრჩით, ორჯერ წამიღო..." - რას ჰყვება, შოვში, სტიქიის ზონაში მოყოლილი ახალგაზრდა

მეწყერი შოვში

23 წლის და­ვით ჯა­ლა­ძე, რომელმაც შოვში, მეწყერში მოყოლილი 5 წლის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, მედიასთან საუბრისას, დეტალებს იხსენებს.

„შოვიდან მოვდიოდით და მინერალურ წყალთან გავჩერდით. როდესაც დავიძარით და ხიდზე გადმოვედით, ვეღარ წამოვედით. ყველა მხრიდან მეწყერი მოდიოდა. საშინელება იყო... ძლივს გადავრჩით, ორჯერ წამიღო", – ამბობს დავით ჯალაძე.

ფოტო: მთის ამბები

ცნობისთვის, შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვრცელდება "სანსეტ შოვთან" მეწყერის ჩამოწოლის კადრები

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

„ცოდვის ტირილია გალში... განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული ნათია“ - მკვლელობის ახალი დეტალები

VIDEO: რა ვითარებაა შოვში - კადრები და ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან