VIDEO: რა ვითარებაა შოვში - კადრები და ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

შოვი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, რაჭაში მეწყერი ჩამოწვა, შემთხვევა სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა.

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

ამასთან, ვრცელდება მეწყერის გამო, ხიდის წაღების კადრებიც.

რუსა ღვანიძის ფოტო-ვიდეო მასალა რაჭიდან: