პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გარდაცვლილი ძმების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ემიგრანტი, თამარ გაბელია „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს ძმების გარდაცვალების შესახებ ადგილობრივმა ტელევიზიებმა გამოაცხადეს და განმარტეს, რომ შემთხვევა ბინაში გაზის აფეთქებამ გამოიწვია.
მისივე ცნობით, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ბინაში კიდევ ორი ქართველი იყო.
„გაზის აფეთქების შედეგადო, ასე გადმოსცა აქაურმა ტელევიზიამ. არის ჭორის დონეზე, თითქოს მაროკოელებმა და არაბებმა სპეციალურად ააფეთქეს, მაგრამ ეს არაა დადასტურებული. ეს ბიჭები ვადალონაში იყვნენ, იქ მუშაობდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბინაში, სადაც ძმები დაიღუპნენ, კიდევ ორი ქართველი იყო. ესენი ჩემი მეგობრის შვილები არან და მათ შესახებ მოვიძიე ინფორმაცია. მათი გარდაცვალების შესახებ შესაბამის ორგანოებმა დამიდასტურეს“, - ამბობს თამარ გაბელია „პრაიმტაიმთან“ საუბარში.