„მივეჩვიეთ ტრაგიკული სცენარით ცხოვრებას, მეუღლე სულ ტირის...“ - ლექს-სენი

ლექს-სენის ოჯახი

რეპერი ლექს-სენი მისი უკრაინელი მეუღლისა და მისი ოჯახის განცდების შესახებ საუბრობს. 

როგორც მომღერალი ამბობს, მის ცოლს ოჯახი (მშობლები, ძმები, ახლობლები) ივანო-ფრანკივსკში ჰყავს. 

„უკვე მივეჩვიეთ ტრაგიკული სცენარით ცხოვრებას. ყველა დღე დაძაბული ვიღვიძებთ, ნორმალურად არ გვძინავს, მეუღლე ყოველდღე ესაუბრება დედას, ტირის, განიცდის. საბედნიეროდ, ეს ხალხი არ ტყდება, ცხოვრებას აგრძელებენ. ვისაც როგორ შეუძლია, იბრძვის. ისინი ჯერ კიდევ ახალი წლიდან ამბობდნენ, რუსები ომისთვის ემზადებიანო, მაგრამ მაშინ თვითონაც არ სჯეროდათ, რომ ისინი მართლა გაბედავდნენ…

ყველაფერი საკმაოდ რთულია. საკვები დეფიციტშია, თუკი რამე აქვთ თავისთვის გადადებული, იმის ნახევარსაც ჯარს უგზავნიან. სამხედროებს ეხმარებიან თავიანთი ფინანსური დანაზოგითაც…“,- ამბობს რეპერი ჟურნალ „თბილისელებთან“ .