„სიცოცხლეშიც სულ ერთად იყვნენ და არც იქ მიატოვეს ერთმანეთი“ - ბარსელონაში ქართველი ძმები ტრაგიკულად დაიღუპნენ

დაიღუპნენ

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ძმები, გიორგი და საბა მატარაძეები ტრაგიკულად დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ძმების სიცოცხლე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაგროვებულმა კვამლმა შეიწირა. 

ერთ-ერთი ვერსიით ბინაში, სადაც ძმები ცხოვრობდნენ გაზი აფეთქდა.

„სხვა ჯოჯოხეთის წარმოდგენაც შეუძლებელია..სიცოცხლეშიც სულ ერთად იყვნენ და არც იქეთ მიატოვეს ერთმანეთი. მენანებით, არ იმსახურებდით ასეთ დასასრულს“, - წერს გარდაცვლილი ძმების ახლობელი სოციალურ ქსელში. 

„პრაიმტაიმი“ დეტალებს აზუსტებს.