1749217709
VIDEO: იტალიაში მძარცველმა გააცნობიერა, რომ ტურისტისთვის წართმეული საათი ყალბი იყო და უკან დაუბრუნა

იტალიელმა მძარცველმა გააცნობიერა, რომ ტურისტისთვის წართმეული საათი ყალბი იყო და უკან დაუბრუნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იტალიაში, ნეაპოლში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ, ხალხმრავალ მოედანზე, ორ შვედ ტურისტს ადგილობრივი დაესხა თავს. კაცმა, იარაღის მუქარით, ერთ-ერთ ტურისტს საათი წაართვა, მოგვიანებით გააცნობიერა, რომ საათი სულაც არ იყო ძვირფასი და ის მსხვერპლს დაუბრუნა.
შემთხვევა კაფეს ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ წაართვა მძარცველმა ტურისტს საათი, 5-6 წუთის შემდეგ კი, ის სხვა პირს დააბრუნებინა უკან.
Rapina ad un turista svizzero ad un caffè di Piazza Trieste e Trento: pistola alla testa per portargli via l’orologio e poi glielo riconsegnano perché vale poco. La denuncia dei titolari del locale:"Tutto questo in centro città. Serve un presidio costante delle forze dell'ordine” pic.twitter.com/aKRU1yKg39
— Francesco Borrelli (@NotizieFrance) July 19, 2022